вторник, 9 августа 2011 г.

მზრუნველობა მოკლებული ბავშვები



პროექტის თემა:მზრუნველობას მოკლებული ბავშვები  
პროექტის მთავარი იდეა : მზრულველობას მოკლებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევა.
პროექტის აქტუალობა :  მზრუნველობა  მოკლებული ბავშვები წარმოადგენენ ქვეყნის მომავალს და  აუცილებელია სათანადო  ყურადრება მივაქციოთ მათ.
პროექტის მიზნები :  თემის მიზანია გავულამაზოთ დღე მზრუნველობა მოკლებულ  ბავშვებს  და ვაგრძნობინოთ , რომ  ისინი ვიღაცას ახსოვს.
მოსწავლეები შეისწავლიან ინფორმაციის მოპოვებას, პროექტის სწორ დაგეგმარებას და მის განხორციელებას, აგრეთვე ისწავლიან  დახმარების გაწევას სხვისთვის.
მონაწილეთა ასაკი : 14-16 წელი 
ვადები/ ხანგრძლივობა:  ერთი სემესტრი.
მოსალოდნელი შედეგები : 1. ინფორმაციის მოძიება ბავშთა სახლებზე და კონკრეტული არჩევანის გაკეთება .    2. მახინჯაურის სკოლის ყოფილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებზე  ინფორმაციის შეგროვება.     3. გასვლა ბავშთა სახლში და ბავშვებზე ინფორმაციის შეგროვება.   4. ღონისძიების დაგეგმა, ჩატარება სკოლაში (ქველმოქმედების მიზნით)     5. მივიწყებული ბავშვებისთვის და ყოფილი ბავშვთა სახლებისთვის სიურპრიზის მოწყობა.
შეიქმნება ელექტრონული რესურსები, პრეზენტაციები, ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა კომპიუტერის მეშეობით.
   პროექტის   საჭირო ძირითადი რესურსები , შემსრულებლები, მასალა. შემსრულებლები: მოსწავლეები, მასწავლებელი, მოწვეული სტუმრები, მშობლები.                                                                                                                                                                            მასალა :   კომპიუტერები - ინტერნეტით, საკანცელარიო მასალები, აუდიო- ვიდიო ტექნიკა, ტელეფონი, პროექტორი, სტენდები პრეზენტაციისთვის, სამარშრუტო ტაქსი.
პროექტის მსლელობა : შეხვედრაზე მოსწავლეები დაიყოფა ჯგუფებად  რომლებსაც გადაუნაწილდებათ შესაბამისი ფუნქციები. პირველი ჯგუფი დაიწყებს ინფორმაციის შეგროვებას ბავშთა სახლებზე და შეარჩევს ერთერთ ბავშვთა სახლს. მეორე ჯგუფი იზრუნებს ყოფილ ბავშვთა სახლელებზე ინფორმაციის შეგროვებასა და მათ მოწვევაზე. მესამე ჯგუფი მოამზადებს ღონოსძიებისთვის საჭირო მასალებს და დაიწყებს ღონისძიებისთვის მზადებას. მეოთხე ჯგუფი გააპიარებს ღონისძიებას სკოლაში რათა იყოს დასწრება და შეგროვდეს შესაბამისი სახსრები „სიურპრიზისთვის“. მეხუთე ჯგუფი იზრუნებს შეგროვილი სახსრების სწორ მართვაზე, რაც უნდა მოხმარდეს „სიურპეიზისთვის“. მეექვსე ჯგუფი იზრუნებს პროექტის ელექტრონული ვერსიის გაკეთებასა და გაფორმებაზე, ფოტო სურათებზე და სხვა ტექნიკურ საკითხებზე. (ერთი და იგივე მოსწავლე შეიძლება მონაწილეობას იღებდეს რამოდენიმე ჯგუფში)
დაინიშნება ყოველკვირეული შეხვედრები სადაც იქნება საუბარი თუ რა პროგრესი აქვთ ჯგუფებს გადანაწილებულ დავალებებში. განიხილება პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.პროექტის ბოლოს მოეწყობა ანგარიშის წარდგენა საზოგადოების წინაშე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:          ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - სამოქალაქო განათლება, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, ქართული ენა და ლიტერატურა. ისინი შეიძენენ პროექტის სწორი დაგეგმარების და განხორციელების უნარებს - თუ როგორ უნდა იმუშავო ჯგუფთან ერთად და ეფექტური გზებით მიაღწიონ საერთო მიზანს. მათ გამოუმუშავდებათ კვლევის და დისკუსიების გამართვის უნარი.   
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ლორთქიფანიძე  
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nuciko2011@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nuciko2011.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა: ამინდი 
  
  

ბლოგი

დღეს ბლოგის შესწავლა ვისწავლე